“ღმერთო, როგორც არასდროს, ისე გთხოვ ახლა”

1,180

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს დადებითი კომენტარებისთვის მადლობას უხდის.

,,გუშინ გავაზიარე ბექა გოჩიაშვილის და გიორგი გიგაშვილის სპონტანური მუზიცირების ვიდეო, სადაც სრულიად ურეპეტიციოდ და განსაკუთრებული მომზადების გარეშე უკრავენ ერთად, დღეს კი წავიკითხე კომენტარები, ძალიან თბილი, ძალიან კეთილი, ძალიან დადებითი და სავსე სითბოთი, სიამაყით, თანაგანცდით. ჰოდა მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც გულები, სმაილები და ასეთი კარგი სიტყვები გაიმეტეთ მათთვის.

ზუსტად ვიცი, რომ ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, მოსაგვარებელი პრობლემები, ხან ვართ კარგ განწყობაზე და ხან დეპრესიული გრძნობები გვიკაკუნებს სულიერი სამყაროს კარზე, მაგრამ როგორ არ უნდა ვიყო უსაზღვროდ ბედნიერი, როდესაც ვაცნობიერებ, რომ ბევრ, ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს უხარია რასაც ვაკეთებთ, სიამოვნებს ჩვენი მოსმენა და უნდებათ ჩვენი შექება, ჩვენი მონაცემის და შრომის დაფასება ან შეფასება. ჰოდა უუუუდიდეს მადლობას გიხდით! უდიდესს!

ღმერთო, როგორც არასდროს ისე გთხოვ ახლა, მოგვეცი მშვიდობა და კეთილდღეობა, რომ ჩვენი მსმენელი და გულშემატკივრები იყვნენ ჯანმრთელად, ბედნიერად და მუდამ ქონდეთ მუსიკის მოსმენის განწყობა”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.