“ეწყინება ნიკას მაგრამ, საჯაროდ უნდა ვთქვა…”

942

ლეგენდარულმა ქართველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო. მისი ცხოვრება ბევრს აინტერესებს. ბასილაშვილმა ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ დაიწყო. მას კარგა ხანს მამა ავარჯიშებდა. 12-14 წლებში ნიკოლოზი უკვე საქართველოს ჩემპიონი იყო.ნიკოლოზ ბასილაშვილს არასდროს არ ავიწყდება გაჭირვებული ბავშვები და სხვა ადამიანები. რომლებსაც ის ყოველთვის ეხმარება და ცდილობს ეს ამბავი არ გაახმაუროს.ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა მამა ანთიმოზმაც, გაჭირვებაში დარჩენილ, სნეულ ბერს, რომელიც დახმარებას ინტერნეტში ითხოვდა და წერდა, რომ ყველამ მიატოვა, ნიკა ბასილაშვილი დაეხმარა.

“ნიკა ბასილაშვილი
შეიძლება ეწყინოს ნიკას, მაგრამ არ შემიძლია საჯაროდ მადლობა არ მოვუხადო. არც მითხოვია, გულთან ახლოს მიიტანა და შემეწია უპავარ ბერს. ღმერთმა დალოცოს! სიკეთე ერთი ათასად დაბრუნდება.
დედამიწაზე ერთი ადამიანიც საკმარისია, რომ ვიცხოვრო და ცხოვრებას აზრი მიეცეს.
მადლობა მეგობარო!
არქ.ანთიმოზ ივერიელი”.