გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხმიანება.
“ეტყობა რაღაც გამომრჩა. რატომ დაკრავს დილიდან რაღაც ჰეროიკული ელფერი ვაქცინაციას. პაატა იმნაძე გმირული “პახოდკით” რატო იკეთებს ვაქცინას? რაში მდგომარეობს თავგანწირვა? თუ მოხალისეებია საჭირო აგერ ჯანდაბას ჩემი მკლავი და ტანი. ვერაფერი გავიგე.
დილა მშვიდობისა”, – წერს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, 13 მარტს საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, რომლითაც ექიმები და სამედიცინო პერსონალი აიცრება.
დღეს, 15 მარტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ.