უცნობი ამბავი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ: “მკურნალობის თანხა ბავშვის დის მეუღლეს, წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს”

1,063

ლელა რა­ზი­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებსა და ბოლო დროს ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხ­მი­ა­ნე­ბა და ბასილაშვილის შე­სა­ხებ ერთ ამბავს იხსენებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მე­ცხრე კლას­ში იყო ჩემი შვი­ლი, როცა თა­ვი­სი კლა­სე­ლის მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი მო­ი­ტა­ნა სახ­ლში. შევ­წუხ­დი ძა­ლი­ან, წუხ­და და დარ­დობ­და მთე­ლი კლა­სი. ბავ­შვებ­მა ფუ­ლიც კი შე­აგ­რო­ვეს მის­თვის, ისე სა­ჩუქ­რე­ბით რომ გა­ე­ხა­რე­ბი­ნათ, თორე ის კა­პი­კე­ბი მის მკურ­ნა­ლო­ბას რო­გორ ეყო­ფო­და!

ხში­რად ვკი­თხუ­ლობ­დი მის ამ­ბავს, ბო­ლოს კარ­გი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, ბავ­შვი წა­იყ­ვა­ნეს გერ­მა­ნი­ა­ში, ერთ-ერთ წამ­ყვან კლი­ნი­კა­ში და გა­და­არ­ჩი­ნეს!

მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, ბავ­შვის დის მე­უღ­ლეს, წარ­მა­ტე­ბულ და შეძ­ლე­ბულ ჩოგ­ბურ­თელს და­უ­ფა­რავს…როცა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლი აგორ­და, მა­შინ­ღა გა­ვი­გე ვინ ყო­ფი­ლა ის ჩოგ­ბურ­თე­ლი, ბავ­შვს რომ უშ­ვე­ლა……

რა ალი­მენტს არ უხ­დი­სო, რა სახ­ლს არ­თმევ­სო…მე ვერ ვა­თავ­სებ ამ ფაქტს და ამ ხმებს ერ­თად!” – წელს რა­ზი­კაშ­ვი­ლი.