ცნობილი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალური ქსელით “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს და სამარცხვინოს უწოდებს.
მისი თქმით, ჯარისთვის თავის არიდება სირცხვილია და ქვეყნის დამოუკდებლობას საფრთხეს უქმნის. რაჭველიშვილი წერს, რომ თავადაც წავიდოდა ჯარში, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.
“ძალიან მძიმე სურათია როდესაც საქართველოს მოქალაქე ლამაზი ვაჟკაცები გირჩის კარებთან აყუდებულან ათობით და ათასობით მხოლოდ იმიტომ რომ ჯარს აარიდონ თავი! ჯარი მძიმეა,ძნელია,ჯოჯოხეთია მაგრამ საჭიროა,აუცილებელია! მამა ჯარ გამოვლილი მყავს! მეუღლე ჯარ გამოვლილი მყავს და მეამაყებიან! ვაჟი თუ გვეყოლა ისიც ჯარში წავა ყოველგვარი კამათის გარეშე! სირცხვილია ახალგაზრდებო! არც განათლება გინდათ მიიღოთ და არც ჯარში გინდათ მსახური ანუ არ გაინტერესებთ სამშობლოს გამოადგებით თუ არა?! ჩვენს ქვეყანას გადარჩენისთვის სჭირდება მრავალრიცხოვანი და ძლიერი ჯარი და ყველა თუ გირჩის წევრი გახდა კარგად გვექნება საქმე!
სამარცხვინო ხართ ჯაფარიძე! სამარცხვინო! ვერ ხვდებით რომ ამით რუსეთის და ქართული ოცნების გეგმის განხორციელების ნაწილი ხდებით?! არ იქნება ჯარი, არ გვექნება დამოუკიდებლობა! რუსეთის გეგმის მონაწილე ხართ
გირჩი • Girchi სამარცხვინოებო!
მეც კი წავიდოდი ჯარში რომ შემეძლოს!” – წერს მომღერალი.