გულით ვუსურვებ, რომ არ იყოს ბოღმიანი… – ქართველი ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

345

ონგოლოგმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, რომ მასსა და ექიმ არჩილ მარშანიას შორის დაძაბული ურთიერთობაა. როგორც ირკვევა, მარშანია ღოღობერიძის ლაივჩართვებს აკრიტიკებს.

დღეს ერთ-ერთ არხზე იყო სამედიცინო გადაცემა, სადაც ორი ადამიანი ცდილობდა, დაემტკიცებინა, იწვევდა თუ არა ნიღბის ტარება ვარჯიშის დროს CO2-ით ინტოქსიკაციას.

ამის დამტკიცება იმით შეძლეს, რომ ერთ-ერთმა ირბინა და სირბილის ბოლოს რომ არ მოკვდა, თქვა, რომ ე.ი. არ იწვევსო. მეტი დამაჯერებლობისთვის პულსოქსიმეტრიც გამოიყენეს.

ახლა რა იყო აქ პრობლემა?

ეს გადაცემა იმ ადამიანმა წაიყვანა, რომელსაც სულ ჰქონდა პრეტენზია ჩემი ლაივების მიმართ და სულ მიწუნებდა ხარისხს.

ამ გადაცემით კი აჩვენა, რომ ჯერ სამედიცინო ტერმინები არ იცის („ტრა-ხ-ეას”, „ბრონ-ხ-ს“ გაიძახდა სულ, როდესაც ტრაქეა და ბრონქია სწორი) და მეორეც, CO2-ის დაგროვების ხარისხი პულს-ოქსიმეტრით, რომ არანაირად ფასდება, ეს სამედიცინოს პირველკურსელმაც იცის.

ბოლოს და ბოლოს, „ოქსი” ჟანგბადს ნიშნავს, და არა – „CO2-ის” მზომს. CO2-ით მოწამვლის შეფასება სხვაგვარად ხდება.

მესამეც, თვითონ ეს ადამიანი გაიძახის ყოველ წამს, რომ ექსპერტის აზრს არანაირი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ მაღალი სანდობიის კვლევებით უნდა დასტურდებოდეს ნებისმიერი მტკიცებულებაო, – ამ გადაცემაში კი მხოლოდ მისი აზრი მოვისმინეთ.

მოკლედ, არ ვარ ბოღმიანი. ვაფასებ ყველაფერს, მაგრამ ამ ადამიანს უნდა ვუთხრა, რომ არ არის სწორი, როდესაც სხვას აკრიტიკებ და თავად იმავე შეცდომებს უშვებ, რაზეც სხვებს დასცინი. ჯერ მარტო ამ ერთ ფრაგმენტს ვუყურე და საკმარისი იყო ცოდნის ხარისხი დამენახა.

გულით ვუსურვებ, რომ არ იყოს ბოღმიანი.

ცხოვრება ბუმერანგივითაა: რაზეც სხვებს ამცირებ, მერე თავად გიწევს იმ ყველაფრის გამოვლა.
ჩვენ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, და არა- დაცინვა. არც სხვა გადაცემებში გამიჭირდება შეცდომების პოვნა, მაგრამ თავს შევიკავებ და აქ გავჩერდები.

საქართველოში ექიმთა ნაწილს ისეთი ბოღმა აქვს, რომ თუ რამით ხალხს ეხმარები, ამას პოპულიზმში გითვლიან და ყველანაირად ცდილობენ ჩაგძირონ.

წარმატებას ვუსურვებ ყველა ექიმს, მათ შორის მასაც. არავისი წარმატება არ შემშურვებია, არც მშურს და არც შემშურდება!

ვიყოთ თავაზიანები და საკუთარ თავზე არ შევიქმნათ განდიდების მანია. ამით პაციენტი ზარალდება.
პ.ს. ვეთანხმები, არ იწვევს ინტოქსიკაციას.

ღოღობერიძეს პოსტზე გამოეხმაურა არჩილ მარშანია, რომელმაც დაწერა: