“რაც მოგივა დავითაო, სულ შენი თავითაო!”

535

ყოფილი წამყვანი დავით კიკალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის. რაც წლები მემატება სინანულით გალობა მინდა. სამწუხაროდ სმენა არ მაქვს, ამიტომაც დავწერ: მადლობა ჩემს საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და კოლეგებს. ამ ჩამონათვალში ერთი მეორესთან ისე გადაჯაჭვულია, გარჩევაც კი მიჭირს.

რაც კარგი შემომრჩა სულ თქვენი გამოისობითაა, დანარჩენი კი, რაც მოგივა დავითაო, სულ შენი თავითაო!

იხარეთ და იბედნიერეთ! იმის ჯანი მომცა მეათედი დაგიბრუნოთ იმ სიყვარულიდან რაც თავზე გადმომაპნიეთ!” – წერს კიკალიშვილი.