მომღერალი თიკა მახალდიანი საშინელი ტრაგედიის შემდეგ ნელ-ნელა საკუთარ საქმეს უბრუნდება. როგორც „სარკესთან“ აცხადებს, დედას, თამუნა ანთელავას, რომელიც ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, ყველაზე მეტად უხაროდა მისი მუსიკალური კარიერა, ამიტომ ყველა შესრულებას დედას უძღვნის.
თიკა მახალდიანი:
„დედას ყველაზე მეტად ჩემი სიმღერა უხაროდა. მან მომიყვანა აქამდე, რადგან ისეთი ტიპაჟი ვარ, თუ არ მომაწექი, შეიძლება წინ არ წავიდე. გადაწყვეტილი მაქვს, რომ სწორედ მის გამო ვიმღერო და ვიყო აქტიურად სცენაზე, რადგან ეს მისი ოცნება იყო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ გავჩერდე.
საახალწლო გადაცემებში ტელეკომპანიებში ვიმღერე კიდეც და მითხრეს, რომ სოციალურ ქსელში რამდენიმე კომენტარი იყო, ამას რა ემღერებაო. ასეთ კომენტარებს არ ვაქცევ ყურადღებას. ყველას ვურჩევ, ნუ განსჯიან სხვებს. მე მართლა სიმღერაში ვპოულობ შვებას და ყველგან ვიმღერებ, სანამ დამიძახებენ, ყველა ნამღერი კი დედას მიეძღვნება. ახალ სიმღერას ვამზადებ. ზვიად ბოლქვაძე მიკეთებს ცოცხალ არანჟირებას, რომელიც თავიდან ბოლომდე დედას მიეძღვნება…“