მელანია ტრამპის უხერხული პასუხი დონალდის მიერ კამერების წინ გაღიმების თხოვნაზე

503

რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში მელანია და დონალდ ტრამპების მორიგი ოფიციალური ვიზიტი შედგა, რომელმაც სრულიად სხვა რაკურსით აალაპარაკა საზოგადოება. ამჯერად სოციალურ ქსელებში კადრებს განიხილავენ, რომელშიც წყვილის მორიგი უხერხული მომენტი ფიქსირდება.

საქმე იმაშია, რომ Dior-ის მომხიბლავ კაბაში გამოწყობილ მელანიას მეუღლემ სთხოვა კამერებისთვის გაეღიმა, ნაძალადევი ღიმილის გაელვებას, რომელიც სინამდვილეში ამის იმიტაციას უფრო ჰგავდა, ყველას ყურადღება მიიპყრო:

“რთულია გაიღიმო, როცა სახეზე ამდენი ბოტოქსი გაქვს,” – დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტვიტერზე.