“ნატა საბანაძეზე კარგის მეტი არაფერი მსმენია,სულ მიკვირდა, როგორ მუშაობდა”

658

ნატალია საბანაძეზე კარგის მეტი არაფერი მსმენია, მიკვირს როგორ მუშაობდა ოცნების ხელისუფლებასთან”– ასე გამოეხმაურა ეკა კვესიტაძე ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, ნატალია საბანაძის გადადგომას.

“ნატა საბანაძეზე წლების წინ გავიგე ალიკა რონდელისგან, რომელსაც ძალიან უყვარდა და ყოველთვის სჯეროდა მისი პროფესიონალიზმის. არასდროს მინახავს, მაგრამ მასზე კარგის მეტი არაფერი მომისმენია. სულ მიკვირდა, როგორ მუშაობდა ოცნების ხელისუფლებასთან ! ვინ იქნება შემდეგი”– წერს კვესიტაძე.