მწირ შემოსვლებზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 170 ათასიანი რენჯ -როვერით გამოჩნდნენ
ცოტა ხნის წინ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში მწირ შემოსავლებზე ისაუბრეს. მეუღლეებმა თქვეს, რომ სამეფო ოჯახმა ისინი პრაქტიკულად შემოსავლების გარეშე დატოვა და პირველ ეტაპზე ისინი პრინცესა დაიანას სამკვიდრო ქონებით ცხოვრობდნენ. ასევე ჰარიმ და მეგანმა დასძინეს, რომ ისინი საკუთარი პოდკასტების ბიზნესით აპირებენ ცხოვრებას, რომელიც მათი შემოსავლის ძირითადი წყარო უნდა გახდეს.
ინტერვიუდან ორი კვირის თავზე მეუღლეები პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს, როდესაც ისინი 17 ათას ევროდ შეფასებული რენჯ როვერით გადაადგილდებოდნენ.