რუსული მედიის ცნობით, 42 წლის რუსეთში მოღვაწე სოფიკო შევარდნაძე ბიჭის დედა გახდა. ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა გასაიდუმლოებული ურთიერთობიდან შვილი გააჩინა და მამის ვინაობას არ ამხელს.
მედიის ინფორმაციით, სოფომ შვილს ანდრია დაარქვა. როგორც ცნობილია, ბავშვი 3.3 კილოგრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა. ამ დროისთვის, ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.
ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს. ამ სიახლის შესახებაც მან პლატფორმა CLUBHOUSE-ზე ვიწრო აუდიტორიასთან საუბრისას აღნიშნა
და ინფორმაციამ სწრაფად გაჟონა მედიაში. შევარდნაძის ორსულობის შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
ცნობილი ტელეწამყვანის სახელს სხვადასხვა დროს უკავშირებდნენ ცნობილ მამაკაცებს პოლიტიკის, ბიზნესის თუ ხელოვნების სფეროდან. მათ შორის, უკავშირებდნენ რომანს მსახიობ ალექსეი ჩადოვთან, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არასოდეს ყოფილა.