ინდოეთის ქალაქ ჩენაის აეროპორტში დააკავეს ორი კონტრაბანდისტი, რომლებიც ოქროსა და ფულს პარიკში მალავდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
მისი ინფორმაციით, მაგრუბ აქბარალი და ზუბაირ ჰასანი ჩენაიში დუბაიდან ჩაფრინდნენ. საბაჟო პოლიციის თანამშრომლების ყურადღება მათმა ვარცხნილობამ მიიპყრო.
შემოწმებისას სამართალდამცველებმა პარიკების ქვეშ ნაღდი ფული და 698 გრამი ოქრო იპოვეს.