მცხეთაში, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყენებს და განმარტავს, თუ ვინ არიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც ამნისტია შეეხოთ.
„ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც საზოგადოებას წაკითხულის გააზრება უჭირს.
მხოლოდ სათაურს რომ კითხულობთ, სტატია წაიკითხეთ პირველ რიგში და დასკვნები შემდეგ გამოიტანეთ.
P.S ვისაც აზრის გამოტანა გიჭირთ, განვმარტავ რომ მკვლელები არ გამოუშვიათ, იქ არიან სადაც უნდა იყვნენ.
საუბარია სამ საბურთალოელ პირზე, რომლებიც ჩხუბის ეპიზოდში იყვნენ დაჭერილები და გიოს მკვლელობასთან არანაირ შემხებლობაში არ არიან“, – წერს ანი შაქრაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდში ბრალდებული სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.