“წავალ, წამოვალ და სად ვიყვირო, არ ვიცი!”

25 თებერვალს ნინი შუბლაძის და, პიარტექნოლოგი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა. 

სოფოს და, ჟურნალისტი ნინო შუბლაძე სტატუსს აქვეყნებს და წერ თუ რა გაუსაძლისად ენატრება სოფო.

წავალ, წამოვალ და სად ვიყვირო, არ ვიცი!

რას ან ვის ვეცე რომ ვუთხრა, რომ უკვე ძალიან მენატრება! რომ სულ უფრო და უფრო მაკლია და უფრო და უფრო მიჭირს სოფოს გარეშე!

ბოლოს ისევ რატომღაც აქ ვწერ, თითქოს ამ სივრცეში სადღაც მაინც არის ….

P.S. სულ ამბობდა, რომ გავხდი და გავლამაზდი, მაინც და მაინც ახლა ვეღარ გავშრიალდი ხალხში ამ კოვიდის გამოოო…. ჰოდა, ასეთი ლამაზი იყო გამხდარი სოფო“, – წერს ნინო შუბლაძე.

ასევე იხილეთ