რუსული მედია ავრცელებს ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიიდან ფოტოებს.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდს საბოლოო აუტოფსიის შედეგმა აჩვენა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება იყო. „სიენენის“ ინფორმაციით, ასევე ცნობილი გახდა, რომ ფლოიდი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ეს მის გარდაცვალებასთან კავშირში არ არის.
ექსპერტიზის თანახმად, მას თავის არეში და სხეულზე აღენიშნებოდა დაჟეჟილობები და ჭრილობები, თუმცა გარდაცვალების მიზეზი არც ეს ყოფილა. ტოქსიკოლოგიური ანგარიშის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ფლოიდს სისტემაში ფენტალინის და მეტამფეტამინის მცირე დოზები ჰქონდა.
დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის ოჯახმა მოითხოვა, ამტკიცებს, რომ გარდაცვალების მიზეზი ერთ-ერთი პოლიციელის მიერ მის კისერზე გადამეტებული ძალით დაწოლა გახდა, რასაც საბოლოო აუტოფსიის შედეგები არ ადასტურებს.