“გამართლების შემდეგ ძალიან დავცინოთ სამარცხვინო, ბაბუცას კლასტერს”

686

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის პირადად უცნობი ნიკოლოზი გამართლდება, როგორც თავის დროზე პაპუნა უგრეხელიძე. და გამართლების შემდეგ ძალიან დავცინოთ სამარცხვინო, ბაბუცას კლასტერს, შერჩევით სახალხო დამცველ ლომჯარიას!

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან“, – ნათქვამია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში“