გრეტა წიწავა –  სამწუხაროა, რომ ტვ “მთავარი” აგრძელებს დეზინფორმაციის კამპანიას

464

 სამწუხაროა, რომ ტვ “მთავარი” აგრძელებს დეზინფორმაციის კამპანიას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არჩილ თალაკვაძის მამას ძმა ან და არ ჰყავს და, შესაბამისად, ვერც ბიძაშვილი ვერ იქნება დასახელებული ნუგზარ თალაკვაძე.

,,ტვ “მთავარის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია “არჩილ თალაკვაძის ბიძაშვილის, ნუგზარ თალაკვაძის დაკავებაზე” არის სიცრუე.

არჩილ თალაკვაძის მამას ძმა ან და არ ჰყავს და, შესაბამისად, ვერც ბიძაშვილი ვერ იქნება დასახელებული ნუგზარ თალაკვაძე. აღნიშნული პირი არ არის არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი. სამწუხაროა, რომ ტვ “მთავარი” აგრძელებს დეზინფორმაციის კამპანიას. ამ მედიის მხრიდან მოველით, რომ საარჩევნო წელს დეზინფორმაცია მოიმატებს და თითოეულ ასეთ სიცრუეზე იქნება სათანადო პასუხი“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.