Google-მა წლის ყველაზე სექსუალური მელოტი მამაკაცები გამოავლინა

პრინც უილიამს კიდევ ერთი ტიტული ერგო! კემბრიჯის ჰერცოგი Longevita-ს კომპანიის ლიდერი გახდა მელოტი მამაკაცების სიაში, რომელიც Google-ის მეშვეობით ჩატარებული გამოკითხვით გამოვლინდა. 38 წლის უილიამს ხმა 17.6-მა მილიონმა მომხმარებელმა მისცა.

მეორე ადგილზე 8.8 მილიონი ხმით მაიკლ ტაისონი აღმონდა.

ხოლო პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ჯეისონ სტეტჰემი, მაიკლ ჯორდანი და მომღერალი – Pitbull.

დანარჩენ ლიდერებს რაც შეეხება, სიაში ფიგურირებენ ისეთი სახეებიც, როგორიც ვლადიმერ  პუტინია.