“ვიცი, რომ ბევრისთვის ეს უცნაური საქციელია, რადგანაც ქორწინებაში ვიმყოფები”

The Sun უჩვეულო პრეცედენტის შესახებ წერს. გამოცემის ცნობით, ამერიკელმა ქალმა, სახელად სასკიამ, რომელსაც სამსახიობო კარიერის გამო დროებით ქმართან განშორება მოუხდა, პროფესიონალი „ჩამხუტებელი“ დაიქირავა.

ჩახუტებისთვის ის კაცს საათში 80 დოლარს უხდის. „ქმართან განშორების შემდეგ სხვა ადამიანთან შეხების დეფიციტი შემექმნა და სპეციალურ სამსახურს მივმართე იმის გასაგებად, შემეძლო თუ არა კაცის დაქირავება ჩახუტებისთვის. ვიცი, რომ ბევრისთვის ეს უცნაური საქციელია, რადგანაც ქორწინებაში ვიმყოფები, მაგრამ მათი აზრი ნაკლებად მაინტერესებს, მით უმეტეს, რომ ჩემი ქმარი ამის წინააღმდეგი არ არის“, -ამბობს სასკია.