“მომავალში შეიძლება, საკვები ტაბლეტებმა შეცვალოს”

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, მომავალში შეიძლება, საკვები ტაბლეტებმა შეცვალოს. ასევე, აღარ იყოს ფული და რობოტიზაცია მოხდეს.

“გვექნება არნახული ცვლილებები, მათ შორის, ფულიც შეიცვლება. საბოლოოდ, მომავალში შეიძლება, საკვებიც აღარ იყოს. იქნება ტაბლეტი, რაშიც იქნება ყველაფერი. ტექნიკა განვითარდება მაღალ დონეზე”, – განაცხადა ასტროლოგმა.