სექსსკანდალის საქმეში, რომელშიც ბრიტანეთის პრინცი ფიგურირებს, ახალი მოწმე გამოჩნდა

ამერიკელი მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის მეგობარ ქალს, გისლეინ მაქსველს კიდევ ორი ახალი მუხლი წაუყენეს – მას ტრეფიკინგის შეთქმულებასა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგში ჩართვას ედავებიან.

ჯეფრი ეპშტეინი საკუთარ საკანში გარდაცვლილი 2019 წელს იპოვეს, მილიარდერი სასამართლო პროცესის დაწყების მოლოდინში იყო. 66 წლის ეპშტეინს არასრულწლოვნებით სექსუალურ ვაჭრობასა და მოწმეების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ. ის სამართალდამცველებმა ნიუ-იორკში დააკავეს და 45 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

მისი მეგობარი ქალის მიმართ წაყენებულ ბრალდებებში ფიგურირებს კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული, რომელსაც არასრულწლოვან ასაკში სექსუალურ კავშირს აიძულებდნენ.

სასამართლოს მასალების მიხედვით, მაქსველი მცირეწლოვან გოგონებს ეპშტეინთან სექსუალური კავშირისთვის ამზადებდა.

გისლეინ მაქსველს, მედია მაგნატის – რობერტ მაქსველის შვილს ჯეფრი ეპშტეინთან სასიყვარულო ურთიერთობა 1990-იან წლებში ჰქონდა. სწორედ მან გააცნო ფინანსისტს მდიდარი და გავლენიანი პირები, მათ შორის – დონალდ ტრამპი, ბილ კლინტონი და ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ. 

დედოფალ ელისაბედის ქალიშვილი ეპშტეინის სკანდალში ერთ-ერთი ხმაურიანი ფიგურაა – საქმის დაზარალებულმა ვირჯინია რობერტსმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც ეპშტეინი აიძულებდა, სექსუალური კავშირი დაემყარებინა მის მეგობრებთან – მათ შორის იყო პრინცი ენდრიუ.

Channel 4-ის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ვირ­ჯი­ნია ერთ-ერთი იყო იმ ცხრა გო­გო­ნას შო­რის, ვის­თა­ნაც პრინცს სექ­სი ჰქონ­და. ორ­გი­ის შე­სა­ხებ რო­ბერტსი სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნილ მა­სა­ლა­ში ჰყვე­ბა. ამასთან, მედიაში გავრცელდა ფოტოც, სადაც ენდრიუ ვირჯინია რობერტსთან ერთად არის გადაღებული. 

აღნიშნული სკანდალის გამო სასახლემ პრინცი ენდრიუ სამეფო საქმიანობისგან გაათავისუფლა.