უკრაინის ავიახაზებმა სუხიშვილების მოცეკვავეებს მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთეს. ამის შესახებ ვიდეო უკრაინის ავიახაზების Facebook-ზე გავრცელდა.
„ცეკვა ვნებისა და არაამქვეყნიური ემოციების ენაა. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ნათელი ვიდრე ფრენის დროს ცეკვა? მართალია, აბსოლუტურად არაფერი! ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოულოდნელი სიურპრიზი გაგვეკეთებინა საქართველოდან ჩამოსული ჩვენი მეგობრებისთვის – მსოფლიოში ცნობილი ქართული ეროვნული ბალეტის სუხიშვილების მოცეკვავეებისთვის. ისინი უკრაინელი მაყურებლისთვის ცეკვავდნენ, ახლა ჩვენც ვიცეკვეთ მათთვის“, – წერს უკრაინის ავიახაზები გავრცელებულ ვიდეოსთან ერთად.