ჟურნალისტი, შალვა რამიშვილი ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თავისი მეგობარი, თინა კანდელაკი გაიხსენა.
„თიკა კანდელაკი ჩემი დიდი ხნის მეგობარია.
1994 წელს მოვიყვანე 105 ში. “სკურპულოზულად” ვიცნობთ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გოგო ჩემი ცხოვრების ნაწილია… ჩემი ახალგაზრდობის ნათელი ფერი.
ყოველ წელს ჩამოდის ოჯახთან ერთად და აქ აღნიშნავს დაბადების დღეს. მეც ვმასპინძლობ.
წარმოვიდგინე, რესტორანთან უჯიშო მიშას უჯიშო ზონდერების ბრბო რომ დახვდეს და შეურაცხყოფა მიაყენოს მას ან მის ქმარ-შვილს.
ყველაზე შავი დღე იქნება ჩემ ცხოვრებაში, რადგან უძლურებისგან შეიძლება ბავშივით ავტირდე.
ერთია, როცა შენ გაგინებენ და გიჭერენ… ამას კაცი აიტან. ხურდას დაუბრუნებ და თავს გადადებ.
აი როცა შენს სტუმარს ექცევიან ასე, შენ კი ვერაფერს ვერ შვები (იმავე სტუმრის უსაფრთხოების გამო) ეს ენით აუწერელი შეურაცხყოფაა.
ამ სიგიჟემდე ჩვენი ქვეყანა მიიყვანა შლეგი ადამიანების ისტერიამ. მანქურთებისა, რომლებიც ფარად ხან “პატრიოტიზმს” ხან “დემოკრატიას” ხან “თავისუფლებას იყენებენ.
პოზნერს აგინებენ, მაგრამ ბურჯანაძეს ტაშს უკრავენ მიტინგებზე.
პოზნერს აგინებენ და ეფესბესთან მოთანამშრომლე ოქრუაშვილს თავისი გუნდის წევრად თვლიან
პოზნერს აგინებენ და დუმაში “პაკლონზე” მისულ ნატო ჩხეიძეს ემეგობრებიან.
აი ასეთი საქართველო მივიღეთ ჩვენ.
უძლური ვარ და ძალიან ძალიან მტკივა გული“,- წერს რამიშვილი.