მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, იგი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.
ასევე, გატარდა ყველა ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რაც განსაზღვრულია პროტოკოლით.
კითხვები დაისვა, რატომ არ აიცრა აქამდე პრემიერ-მინისტრი. მინდა განვმარტო, რომ ამ შემთხვევაში პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომელზეც იყო განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია და შესაბამისად ელოდებოდა თავისი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
პ.ს. მე გუშინ გეგმურად ჩამიტარდა PCR ტესტი, კორონავირუსი არ დამიდასტურდა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის!“, – წერს ნინო გიორგობიანი.