„ენგურმა რომ სიცოცხლე წაართვა, აი, ის ანგელოზი თამუნა…“

სოციალურ ქსელში ვრცელდება გუშინ ენგურზე ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპული გოგონას ფოტო. ის 34 წლის გახლდათ. თამუნა ცატავა ასევე ამ შემთხვევის შედეგად, დაღუპული ცოლ-ქმრის ბიძაშვილი იყო.

დაღუპულთა შორის ის ყველაზე ახალგაზრდა გახლავთ.

მისი ფოტო აფხაზეთიდან დევნილთა ერთ-ერთ ჯგუფში გააზიარეს და დაწერეს: „ენგურმა რომ სიცოცხლე წაართვა, აი, ის ანგელოზი თამუნა…“

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად ოთხმა ადამიანმა ენგურის გადმოცურვა გადაწყვიტა, თუმცა ოთხივე მათგანი წყალში დაიხრჩო…