“მძიმე სანახავი იყო სამართლიანობისთვის ბრძოლის პედესტალიდან, გვარამიას “საცივში” მისი ჩამოქვეითება”

ვატო შაქარიშვილის გამოხმაურება ეკა ბესელიას ფეისბუქ პოსტზე:

“ქართულ პოლიტიკაში გუბაზები აღარავის უკვირდა, მაგრამ მორალურ დეგრადაციაზე და სახის დაკარგვაზე დღეს უკვე პირველი ეკა ბესელია ახსენდება საზოგადოებას… ეს ძალიან სამწუხაროა, შეიძლება იმიტომ რომ ბევრს ისევე როგორც მე, ენანებოდა და არ ემეტებოდა დღევანდელი მდგომარეობისთვის, მისი წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ როცა ადამიანი თავად ივიწყებს საკუთარ წარსულს შენ უკვე უძლური ხარ.

მძიმე სანახავი იყო სამართლიანობისთვის ბრძოლის პედესტალიდან, გვარამიას “საცივში” მისი ჩამოქვეითება… დიდი ხნის განმავლობაში დაუჯერებელი იყო სააკაშვილი – უგულავა – ბოკერიას გვერდით აღმოჩენა… დასანანი იყო მისი და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფები ჩემი მისამართით.

ბოლო წვეთი იყო როდესაც 9 აპრილის შეკრების შემდეგ, იქ მოსული ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ გვარამიას ბოსელის და შალიკოს ფანჩატურის მთავარი სპიკერი გახდა… სიმართლე მწარეა! მიხარია სარკეში თუ ჩავახედე ერთი ადამიანი მაინც… ეს უკანასკნელია რასაც ამ ადამიანზე ვიტყვი!” – წერს ვატო შაქარიშვილი.