სოციალურ ქსელში თამარ ოქრუაშვილის პოსტი ვრცელედება, რომელიც კლინიკაში მომხდარი კურიოზების მცირე ნაწილია.
გთავაზობთ გავრცელებულ სტატუსს უცვლელად:
წუხელ ღუდუშაურის ექიმებმა სიკვდილს გადამარჩინეს და ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მთელ ღამეში მათი ერთმანეთთან გადაძახილები მაინც უნდა დავდო:
„წამლის ფულს არ გადავიხდიო და არყის ფული ხო ქონდა.“
„ქალბატონო, დაორსულება როგორ ვერ გაიგეთ, მარტო იყავით?“
„არ ჩამიფსია-თქო,- გითხარი, ექიმო, და თუ გინდა, მისვით მაინც ხელი!“
„მაგას რო გახადეს, მე სანახავი ვნახეე, ღმერთიც ვეღარ გამაკვირვებს სასწაულით!“
„რომელი ხელიც არ აქვს, იქედან დაუდექი და ვეღარ მოგიფათურებს.“
„ ექიმო, არ მოვკვდე, თორემ დედას მოგიტ**ავთ!“
„რა ლამაზი გოგოა და რა ჭამა ამდენი, სამჯერ ქნა ერთ საათში!“
„გინეკოლოგი არ მოსულა ქალბატონო, და მე არ მინდა-ნანახი მაქვს…“
„შემიშვით ბიჭოო, ჩემი ოცლარიანი აქვს ჯიბეში“
„ამ საწოლზე ვინმე ხომ არ მომკვდარა?“
„შანსი არ არის ღამე პაციენტი მოიყვანონ და დაბანილი იყოს რა, წამწიწკნა ცხვირი, ამ უპატრონომ.“