ეკატერინე თოფურია ნამოხვანში დარჩენილი მარტოკაცის შესახებ წერს და მის ფოტოსაც აქვეყნებს. ვრცელ სტატუსს მისი „ფეისბუქის“ კედლიდან გთავაზობთ:
„მეგობრებო, ალბათ, ყველას გახსოვთ ჩემი დადებული პოსტი მოხუც ბაბუაზე, რომელმაც 2019 წელს სოციალური ქსელი ააფეთქა ♥️ მაშინ ვწერდი:
“არ შემეძლო, ეს ფოტო თქვენთვის არ გამეზიარებინა.
“ეს მოხუცი, კოხტად ჩაცმული, მშვიდი სახით, სევდიანი თვალებით და ხელში ყვავილებით ყოველ დღე ერთი და იმავე გზას გადის….
თუ შეეკითხებით, სად მიდის გიპასუხებთ;
„საფლავზე მივდივარ, ჩემს ცოლთან, ყვავილები უნდა ვაჩუქო”….
მე ასეთი სიყვარულის მჯერა!“
ახლა მინდა გაგიმხილოთ ♥️
ეს უსაყვარლესი მოხუცი, რიონის ხეობის მცველის – მაკა სულაძის მამაა ♥️
მოხუცი დაიბადა და გაიზარდა რიონის ხეობაში ♥️ დაოჯახდა და აღზარდა შვილები მის მამა-პაპისეულ მიწაზე … მთელი მისი ცხოვრება ამ კეთილმა ადამიანმა რიონის ხეობაში გაატარა♥️ რამდენიმე წლის წინ ცოლი და ერთი შვილი ნამოხვანში დაასაფლავა და დღეს ამ მოხუცს, რომელიც სრულიად მარტო დარჩა სოფელში, (ჩაკეტილია ნამოხვანის ხეობა), ვერ აწვდიან მედიკამენტებს, საკვებს, აუცილებელ ნივთებს და ასე აიძულებენ დატოვოს მისი კერა… საკვებსა და მედიკამენტებს ვინ დაეძებს, ეუბნებიან, წადი დატოვე საფლავებიო…..
88 წლის მოხუცს ყველა პირობა შეუქმნეს, რომ იძულებული გახდეს, დატოვოს ყველაფერი და წავიდეს. აიძულებენ, რომ შეეგუოს ოჯახის წევრების საფლავების, სოფლის და გარშემო ყველაფრის განადგურებას. მეგობრებო, დღეს თუ ვინმეს გვერდით უნდა იდგეს მთელი საქართველო, 88 წლის ვაჟა ბაბუაა, რომელიც ყოველ დღეს შიშში და მოლოდინში ატარებს… ვაჟა ბაბუს შვილს და შვილიშვილებს “ნამოხვანის საზღვარზე” გადაპარვა სჭირდებათ იმისთვის, რომ მოხუცს მედიკამენტები და საკვები მიაწოდონ!
აი, ეს არის რიონის ხეობაში დარჩენილი მარტო-კაცის ამბავი ♥️“
პ.ს. მეგობრებო, გამოდით გარეთ. ჩამოდით ქუთაისში ♥️ დაგვეხმარეთ, ამ გაუგონარი სიბოროტის წინააღმდეგ ბრძოლაში“.