რუსთაველის თეატრის მსახიობი, ყოფილი მეუღლისგან, ნინუცა მაყაშვილისგან ძალადობაში მხილებული ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს, რომ კამპანია რობერტ სტურუას წინააღმდეგ არის მიმართული.
“ვინ არის თუთა ინაშვილი, რომ მე მიკრძალავს და ამბობს, არ აპირებს ჩემთან თამაშს? რა გააკეთა? რა ამბიციებია? ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე ან იმ ბოტების შემოსევაში, გუშინ რომ რუსთაველის გვერდს შეესივნენ?
ამხელა კაცს, რობერტ სტურუას როგორ და რა ენით ესაუბრებიან მაყაშვილის კლასტერი, შედით სტურუას გვერდზე და მიხვდებით – რატომ დამარტყეს მე და სინამდვილეში ვის ურტყამდნენ!
ახლა კინაღამ დამავიწყდა სა”ლ”ამი (თუთა ) თამუნა! ერთ-ერთ სპექტაკლში მახსოვხარ მხოლოდ… სადაც მთავარ როლს ვასრულებ და შენ შემოდიხარ და გადიხარ. კარგად აკეთებ ამას.
სულ მავიწყდები შიგადაშიგ, მსახიობი თუთა ერთხელ არ მოვიდა სპექტაკლზე, ეგონა ჩააგდებდა და დაარტყამდა რუსთაველის თეატრს.
“ნაციონალური მოძრაობის” აქციის გამო მსახიობი რომ სპექტაკლის ჩაგდებას ეცდები და სამაგალითოდ არ გაგისვრიან, ეს ცალკე სტურუას ლოიალური დემოკრატიაა!
იმედია, მალე შეცვლის ამ დამოკიდებულებას, სხვათა შორის, სპექტაკლი არ ჩავშალეთ – ისე ვითამაშეთ, არც დაემჩნა მისი ყოფნა-არყოფნა არც სპექტაკლს და თეატრს, მით უმეტეს. ხალხს ნუ ატყუებთ, ეგ ერთადერთი სპექტაკლია, სადაც შემოდიხარ….დააა…გადიხარ! -მოხსნილია, ასე რომ დამშვიდდი. დლოსები ცქალა აქციისკენ”, – წერს ზანგური.