“გევედრებით, არ მითხრათ რომ ქმარი მომიკვდა!”

ზურაბ რთველიაშვილის მეუღლე, ნინო ამირეჯიბი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

მშვიდობით ჩემო ყველაზე დიდო მასწავლებელო, შეყვარებულო და მეუღლევ ჩემო! ყველაზე მაგიურო, გენიალურო არტისტო! შენი ამ ქვეყნიდან გასვლაც ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ პერფორმანსის ნაწილია. ახლა უკვე როცა სახლში შენი უახლოესი მეგობრები შენთან გატარებულ ლამაზ დღეებს იხსენებენ, თბილისის ზეცაც ტირის შენს მარადიულობაში გადასვლას. კარლო კაჭარავას სიტყვები მიტრიალებს მთელი დღე თავში ,, ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული. იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებელია კარგად დამთავრებულიყო”. მადლობა რომ მე ამირჩიე, მადლობა რომ შენი ცოლობის ღირსეული პატივი მარგუნე საუკუნოდ. მადლობა რომ ყველა ბანალური დღეები დღესასწაულად მიქციე. გევედრებით, არ მითხრათ რომ ქმარი მომიკვდა!!! არა!!! ზურა უკვდავია! ის გავიდა, გავიდა დროებით, ამ უაზრო დედამიწიდან უკეთეს სამყაროში, სადაც დამიცდის, იქამდე სანამ ისევ მოვალთ სხვა სხეულებით, სხვა სახით და იგივე გრძნობით! იქამდე კი დროებით! და მომავალ შეხვედრამდე! “-წერს ნინო ამირეჯიბი.