მწერალი და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, სადაც მოპედზე მჯდომი ბებოა აღბეჭდილი.
„აქ არ დააყენოთ ხოლმე. ხულიგნებს ერიდეთ”, – წერს ღამბაშიძე.
ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და ძალიან ბევრი დადებითი ემოცია გამოიწვია.
„რა საყვარელია. რა უსაყვარლესები არიან ორივე და რა სასწაული ემოცია მომიტანა ყვავილების გამყიდველის სახემ. არ გაასეირნე?”- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
როგორც ღამბაშიძე კომენტარები წერს, ბებომ იცოდა რომ დააყენა, თუმცა მაინც ასე დახვდა.
„იცოდა რომ დავაყენე. ვილაპარაკეთ და ბანკომატოდან უკან რომ დავბრუნდი ასე დამხვდა”