“ირმა წავიდა! წაგვართვა ვირუსმა… ვერც კისკისით დამხვდება ოფისის კართან და ვერც შეძახილით”

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსით გარდაცვლილ მეგობარზე წერს და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

,,Irma წავიდა :((( წაგვართვა ვირუსმა, რომელიც უზომოდ მეზიზღება. გამორჩეული მეგობარი და გულშემატკივარი დავკარგე! ვერც კისკისით დამხვდება ოფისის კართან და ვერც შეძახილით : ,,ჩემი ოქრო მოვიდა!”
ვერც კი ხვდებით, რამდენად სასტიკია ეს ვირუსი, ჯანმრთელ ადამიანსაც კი აქცევს და გაცლის ხელიდან!
გადაიკითხეთ და წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება თქვენმა უყურადღებობამ ძვირფასი ადამიანი დაგაკარგვინოთ.
გაუფრთხილდით ერთმანეთს და საკუთარ თავებს, ზოგჯერ მხოლოდ ძალისხმევა არ ჰყოფნის სიცოცხლის შენარჩუნებას ://
იმის ძალაც კი არ მაქვს ჯანდაცვის სისტემის კრახზე ვილაპარაკო. ყველაზე მძიმე კი ისაა, როცა წარმოიდგენ, რომ ძვირფასი ადამიანის დაკარგვის თავიდან არიდება შეიძლებოდა, სახელმწიფო რომ ვიყოთ”,- წერს ირაკლი კუპრაძე.