მომღერალი მერაბ სეფაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, ლევან რატიანს და ყველა ექიმს, რომელიც ჩართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში – საჯარო მადლობას უხდის.
სეფაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს, რომ ეს ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე უდიდეს სიკეთეს აკეთებენ:
“მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად ვინც სნეულდება ამ ვირუსით.
სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას ჰქვია ნამდვილ პროფესიონალთა გუნდი. მადლობა ლევან.” – წერს მომღერალი “ფეისბუქში” და ექიმთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.