მეგან მარკლს სამეფო ოჯახის სამკაულის ტარება აუკრძალეს

სამეფო ოჯახის შესახებ სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი აქამდე უცნობი დეტალი გაჟღერდა. როგორც ირკვევა, მეგან მარკლს, რომელიც ინარჩუნებს სასექსის ჰერცოგინიის სახელს, სამეფო ოჯახმა კიდევ ერთი აკრძალვა დაუწესა.

ამჯერად საქმე  სამეფო ოჯახის სამკაულს ეხება, რომლის ტარებაც მას დედოფალი ელიზაბეტისა და პრინცი უილიამის გადაწყვეტილებით აეკრძალა.

იმ სამკაულებს შორის, რომლებსაც ჰერცოგინია საჯაროდ ვეღარ გამოიყენებს, არის მარიამ დედოფლის გვირგვინი, რომელიც 1919 წელს დამზადდა.

გარდა ამისა, “აკრძალულ” სამკაულებს შორის არის პრინცესა დაიანას აქსესუარებიც, რომლებითაც მარკლი არაერთხელ გამოჩენილა.

თუმცა როგორც The Sun-ის გამოცემა წერს, აკრძალვა შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს და მომავალში სულაც გაუქმდეს.