“რატომ უარმყავი?! ეს ხომ მე ვარ” – ბენ აფლეკის სახალისო პასუხი ქალს, რომელმაც გაცნობაზე უარი უთხრა

48 წლის ამერიკელი მსახიობი – ბენ აფლეკი 33 წლის ანა დე არმასთან დაშორების შემდეგ სერიოზული ურთიერთობებისგან თავს იკავებს. თუმცა როგორც აღმოჩნდა მას ყველასთვის მაცნობი სოციალური ქსელი Raya-აქვს, რაც ბევრისთვის დაუჯერებელიც კია.

საქმე იმაშია, რომ ქსელი გაცნობას ემსახურება, ამიტომაც ალბათ ბევრისთვის იქნებოდა დაუჯერებელი, როცა მისი პროფილის მიმართ ინტერესს ბენ აფლეკი გამოხატავს. სწორედ ასე მოხდა მოდელისა და ბლოგერის – ნივინ ჯეის შემთხვევაშიც, რომელსაც აფლეკი ყალბი ეგონა და მას გაცნობაზე უარი უთხრა.

საპასუხოდ კი, ვარსკვლავმა ვიდეო გაუგზავნა, “ნივინ, რატომ უარმყავი?! ეს ხომ მე ვარ”-ამბობს ვარსკვლავი სახალისო ვიდეოში, რომელიც გოგონამ თავად გაასაჯაროვა.

https://www.tiktok.com/@nivinejay?referer_url=https%3A%2F%2Fokmagazine.ge%2F&referer_video_id=6958092416284921093&refer=embed