ტელეწამყვანი, ბიზნესმენი, ირაკლი მაქაცარია „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ფოტოს, რომელიც კიევში, საუზმობისას არის გადაღებული.
ირაკლი, რომელსაც უკრაინაში ხშირად უწევს სიარული, აღნიშნავს, რომ საუზმეები იქ უკეთესია, საქართელოში კი ასეთი გემოები აკლია.
ირაკლი მაქაცარია:
„ვაღმერთებ საუზმეებს, მიყვარს ადგილები და ქალაქები, საუზმის კულტურით. ყოველ ჯერზე კიევში უდიდეს გასტრონომიულ სიამოვნებას ვიღებ გემოებისა და კერძების სიჭარბით. ეს არის ის, რაც საქართველოში მაკლია. თქვენთვის როგორი საუზმეა იდეალური?“
ტელეწამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას უკრაინელები პასუხობენ, რომ მათ ბათუმში საუზმე და ქართული სამზარეულო ურჩევნიათ.