ქეთა თოფურია და ლევ დენგოვი მალდივებზე ისვენებენ

34 წლის ქართველი მომღერალი – ქეთა თოფურია დაისი 36 წლის მეუღლე-ლევ დენგოვი მალდივებზე იმყოფებიან. წყვილი უკვე რამდენიმე დღეა მზიანი სანაპიროთი ტკბება და სოციალურ ქსელებში რომანტიკულ კადრებსაც გვიზიარებს.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2 წლის წინ გაიცნო, დღეს კი, ერთი საერთო შვილიც ჰყავს, რომელსაც საზოგადოება ჯერჯერობით ახლოდან არ იცნობს.