თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში, 34 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.
ფეხმძიმე კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს. მედიკოსებმა
ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.
გარდაცვლილი მაიკო წიკლაურია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა.
გარდაცვლილის შესახებ ფოტოგრაფი – ეკა მძლეური სოციალურ ქსელში წერს:
„როგორ ჩამწყდა გულში ყველაფერი ღმერთო, აგვისტოში მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი
წელიც არაა, ასეთი საშინელება არ უნდა ხდებოდეს ღმერთო, წავიდა თავის პატარა მარიამთან
ზეცაში, დატოვა თავისი იმედა უიმედოდ”, – წერს ეკა მძლეური.
ინფორმაციისთვის, მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა
მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.