“შენ ყოფილხარ კაცი, როგორ ვცდებოდით ადრე შენს შეფასებაშიო“

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, გავრცელებულ ინფორმაციას – თითქოს, ის ლევან ვასაძის ახალ მოძრაობას იმერეთში უხელმძღვანელებს, სოციალურ ქსელში ხუმრობით პასუხობს.

გუშინ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დაპოსტა რომ ლევან ვასაძის ახალ მოძრაობას იმერეთში დათო ლიკლიკაძე უხელმძღვანელებსო. თავიდან არ მივაქციე ამ უწყინარ ხუმრობას ყურადღება, მაგრამ 100-მა ადამიანმა მაინც მომწერა- „ეს რა ჩაიდინეთ ბატონო დავით, ფულის გულისთვის ნუთუ მართლა ყველაფერზე მიდიხართო“.

გადავწყვიტე განცხადება გამეკეთებინა საჯაროდ, მაგრამ მერე 200-მა მომწერა- „შენ ყოფილხარ კაცი, როგორ ვცდებოდით ადრე შენს შეფასებაშიო“ და გადავიფიქრე განცხადების გაკეთება“, – წერს დათო ლიკლიკაძე.