მომღერალ, ცისანა სეფიაშვილს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, ხოლო მეორე ქორწინებიდან – სამი შვილი ჰყავს.
ის ჟურნალ „სარკესთან“ გულახდილად საუბრობს პირადზე და აღნიშნავს, რომ შვილები ქმრების შესანარჩუნებლად არ გაუჩენია.
„ვინმე ფიქრობთ, რომ შვილები ოჯახის შესანარჩუნებლად გავაჩინე?! არა და არა!
საერთოდ არ მესმის იმ ქალების, ვინც შვილს აჩენს იმისთვის, რომ ქმრები ოჯახში დააბან.
შვილები გავაჩინე ჩემთვის და ერთმანეთისთვის. ეს არის ყველაზე კარგი, რამ რაც ცხოვრებაში გავაკეთე.
ჩემ შვილებს ჰყავთ შესანიშნავი მამები, აქვთ საუკეთესო ურთიერთობა…“, – ამბობს ცისანა სეფიაშვილი.