მე თქვენ გიცანით – მითხრა, – მართლა?? გავუღიმე და თან მივხვდი, რომ “გამაცია შიშით”, ვიფიქრე ეგებ ბავშვს ცუდად დავამახსოვრდი – მეთქი, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი ძველი სკოლის ეზოში შევიხედე, იქვე პატარა ბიჭი მარტო ბურთს კენწლავდა, აქ სწავლობ-მეთქი, ვკითხე – დიახ და აქვე ვცხოვრობ ახლოს და ჩვენს სახლთან ახლოს სახლისკენ გაიშვირა ხელი, მეც აქ ვსწავლობდი-მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ სენტიმენტებად მივიჩნიე და არაფერი ვუთხარი – გავუღიმე, შემოვბრუნდი და მომაძახა: მე თქვენ გიცანით – მითხრა, – მართლა?? გავუღიმე და თან მივხვდი, რომ “გამაცია შიშით”, ვიფიქრე ეგებ ბავშვს ცუდად დავამახსოვრდი-მეთქი და ვუთხარი: რომ ვკამათობ და ვჯაჯღანებ ხოლმე ტელევიზიით ხო ?? ( ვკითხე ნახევრად ხუმრობით), დააყოვნა პასუხმა და მშვიდი, სერიოზული – დიდი ადამიანის მზერით მითხრა: მართალს ამბობთ ხოლმე…….
p.s. მორჩა და გათავდა , “მიზანში მოსახვედრია”, ესე იგი ყველაფერი კარგად იქნება,“ – წერს თაკო ჩარკვიანი