ჩინეთში, ბრიტანული ლანერის „ტიტანიკის“ ასლი შექმნეს, ამის შესახებ France24 წერს.
გამოცემის ცნობით, პროექტის მთავარი სპონსორი ინვესტორი სუ შაოცზიუანია, რომელსაც ლეგენდარული საკრუიზო ლაინერის აგების სურვილი 1997 წელს ფილმ „ტიტანიკის“ ნახვის შემდეგ გაუჩნდა.
„ტიტანიკის“ ასლის შესაქმნელად კონსტრუქტორებს 3 წელზე მეტი დასჭირდათ, ვიდრე ორიგინალის. ასლი ერთ მილიარდ იუანადაა ($153.5 მილიონი) შეფასებული. ლაინერი ორიგინალის ზუსტი ასლია.
გამოცემის ცნობით, ახალი ლაინერი ხმელეთზე, სიჩუანის პროვინციის თემატურ პარკში განთავსდება. ამასთან ტურისტები 5-ვარსკვლავიან ლაინერზე ღამის გატარებას შეძლებენ. ერთი ღამის გასატარებლად, მათ 2 000 იუანის ($150) გადახდა მოუწევთ.
„იმედი მაქვს, რომ ეს ლაინერი ამ ადგილას 100 ან 200 წლის შემდეგაც იდგება“ – აცხადებს პროექტის სპონსორი.
ბრიტანული ხომალდი „ტიტანიკი“ 1912 წელს ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა, ის აისბერგს შეეჯახა. ხომალდზე 2 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესობა დაიღუპა.