პატიმრობაში მყოფი გოგი წულაია ციხიდან განცხადებას ავრცელებს.
“10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინე და დედა მოვუკითხე, ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია..
მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს, მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამართლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემი დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში”, -ნათქვამია სოციალურ ქსელში გოგი წულაიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.