“ფარული კონვერტის” სტუმრის მომღერალ რუსუდან მუმლაძის ეთერს სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თემა რა თქმა უნდა მისი ზურაბ ლალიაშვილთან რომანტიული ურთიერთობა გახლდათ, რომელიც ჯერ კიდევ მარინა ბერიძესთან თანაცხოვრების დროს დაიწყო.
რასაც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი იაგო ქებურია მეგობარი ფეისბუქზე გამოეხმაურა:
“ერთ-ერთ გადაცემაში, ვიღაცა გოგომ (შეგნებულად არ ვამბობ მის სახელსა და გვარს, რადგან არც მე და არც თქვენ არაფერს მოგცემთ ეს სახელი) საშინელი რაღაც ილაპარაკა…
შე ამპარტავნებაში ღრმად ჩაფლულო, მარინა ბერიძის სახელსა და გვარს რომ ახსენებ, პირში წყალი გამოივლე…
საიდან ამხელა ამბიცია?
საიდან ამხელა სიამაყე?
მთელ გადაცემაში ასჯერ მაინც ახსენე კონსერვატორია დავამთავრეო… მერე რა?.. რა გაქვს თავში?.. გაქვს გემოვნება?..
სხვისი ურთიერთობის წელთა ხარისხს ითვლი კი არა შენი ,,შემოქმედების” ხარისხი დათვალე, რა!!!
საბჭოთა კავშირი არაა ახლა და არც მისი ესთეთიკაა მაინცდამაინც გენიალურად კარგი…
ჰიტიაო რაც იმღერეო, წამყვანი გეუბნება, კარგით რა?…
კარგით რა!
….
მერე კიდევ იცით რა იკადრა ამ ,,კონსერვატორია დამთავრებულმა” გოგოშკამ?.. მე კრიტიკას იმისგან მივიღებ, ვინც ჩემზე უკეთ მღერისო…
აქ დამთავრდა შენი დონე…
კრიტიკოსი აუცილებელია მღეოდეს?..
დავაი რაა!!!…
ჩემო საყვარელო მარინა, კლდესავით მაგარი ხარ და ამ სიმაგრეს გისურვებ კიდევ…” . – ქებურია.
შეგახსენებთ, რომ “ფარული კონვერტის” სტუმარი მომღერალი რუსუდან მუმლაძე იყო, რომელსაც მარინა ბერიძის ოჯახის დანგრევას აბრალებენ.