თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც პოსტკოვიდური გართულებებით კლინიკაში მკურნალობს, ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც შვილს იუბილეს ულოცავს.
“ეს ბიჭი რომ დაიბადა, ყველაფერს სახელი დაერქვა, რაზეც მანამდე მიფიქრია და მიოცნებია. ამ ბიჭმა გამინათა დედამიწა, მზე მიწაზე ჩამოიტანა და ჩემს სახლში შემოიყვანა და ზუსტად ვიცი როგორი კაციც იქნება ის, ზუსტად ისეთი იქნება ჩემი კვალი დედამიწაზე.
Sandro 21 წელი ამ დაბადების დღეს ველოდით, 21 წელს, 21 რიცხვში 21-წლის გახდი. 21 წელია ამ დაბადების დღეს ვგეგმავდით და შენთან ვერ ვარ ისე, მე და შენ რომ ვიცით, მაგრამ ამასობაში ამ 21-ე წელს, ამ ჩემს ავადმყოფობაში ისიც ხომ ვნახეთ, რომ სულ სხვაგვარი ოჯახი ვართ, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდით, ხოდა კიდევ უფრო მეტი ყოფილხარ, უფრო დიდი ყოფილხარ, უფრო მაგარი!!!!
ხოდა არ დაგრჩები ამ 21-ს ვალში კი იცი შენ, მთავარია ცოტაც გავიაროთ ერთად ხელჩაკიდებულებმა ოთხივემ!!!” – წერს თინა ხიდაშელი.