დიდი ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილი, პრინცესა ბეატრისი ორსულადაა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბეატრისისა და მისი მეუღლე ედო მაპელი მოცისთვის ეს პირველი შვილია. ბავშვი შემოდგომაზე დაიბადება და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მე-11 ადგილს დაიკავებს.
პრინცესა ბეატრისი და ედო მაპელი მოცი 2020 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ.