“დე, ჩემი და შენი სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს“

მომღერალი ნინი ქარსელაძე და მისი ცნობილი ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან. 

ამჯერად ნინიმ „ინსტაგრამ სთორიში“ დედის, ხათუნა ჟორდანიას ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით „დე, ჩემი და შენი სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს“, „ჩემი პირადი მზე“.

როგორც ცნობილია, ხათუნას რამდენიმე თვის წინ მძიმე დაავადება, სიმსივნე დაუდგინდა და მან მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდი გაიარა.

„დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია შინაგანი რომ შენ მას ნამდვილად მოერევი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებაც. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც იყო მძიმე ეტაპები, როდესაც დეპრესიაში ვიყავი,“ – ამბობს ხათუნა ერთ-ერთ ინტერვიუში.