ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქართულმა არმიამ შეიძინა სამხედრო ჩექმები….
ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამბობ საუკეთესო ფირმების! საუკეთესო ვარიანტი! ოცნებად რომ მქონდა მქონოდა…….
მინიმუმ 50 სამხედროს, ჩემ მეგობრებს ყოფილ კოლეგებსა თუ თანამებრძოლებს ვკითხე ხარისხზე, ერთს არ დასცდენია აუგი, უფრო მეტიც ერთხმად აღინიშნა რომ ეს საუკეთესოა რაც კი ოდესმე ჯარში დარიგებულა!
არ მეგონა, რომელიმე ქართველს მით უმეტეს ოდესღაც მუნდირიანს თუ ეწყინებოდა ეს ამბავი საქართველოში, თურმე სადა ბანაობ ….. პოლიტიკაში უკვე ღიად გამოჩენილ ნაციონალ “გმირ” გენერალს და მის მიმდევრებს არ მოსწონთ……
პ.ს. სავარაუდოდ ძაანაც მოსწონთ და თავადაც სიამოვნებით შეიმოსებოდენ უბრალოდ შავი პიარი აშკარად არასწორად დაიგეგმა დეზერტირ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დიმიტირ შაშკინის სახლში,“ – წერს მალხაზ თოფურია.