ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დამოუკიდებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.
„მიშა, მაპატიე, რომ 2011 წლის 26 მაისს თავი გაცემინე. შვილები დაგასახიჩრებინე. კვინტრაძეს და ასათიანსაც აპატიე, რომ შემოგაკვდნენ. ისიც მაპატიე, რომ ჩემი კონსტიტუციური უფლებების გამოყენებით გებრძოდი!
ჩამოდი, მიშა! ჩამოდი და გახდი პრემიერმინისტრი! ჩამოდი და.. თუ გინდა, საამებელ პოსტებს დაგიწერ, აი, ისეთს, ჩემი გადაცემული სიის ხალხი რომ „პოსტავდა“ გუშინ ოცნების საამებლად!
რასაც გინდა დავაბრალებ, ვისაც გინდა. რუსეთის აგენტობას, კამბოჯელი მილიარდერისგან დაფინანსებას, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას. თავსაფრიან ქალებს უნამუსობას, სოფლელებს – უტვინობას,
უსწავლელობას, უკულტურობას!
ჩამოდი, შე დედამიქინძულო!
ჩამოდი! ნუ ააყროლებინე ეს ქვეყანა შენი გაპრავებისთვის ჩიხში შესულ და დასავლელი „მეგობრების“ მძევლად ქცეულ ხელისუფლებას!
ნუ გააფარჩაკე ეს მადლიანი ქვეყანა! დავიჯერო, საერთოდ არ გაქვს ნამუსი? საერთოდ არ გიყვარს არაფერი ამ მიწა – წყალზე?
ჩამოდი და გადაგვიარე, გვირტყი, გადაგვიღე ფარული კადრები…
გპირდები, რომ შემეშინდება და აღარასოდეს დაგიძახებ დორბლიანს, დონდლოს, ავადმყოფს, მკვლელს, სისხლიანს, მძორს და ლოქოს….
ჩამოდი და დავამთავროთ!
ხომ ხედავ, არ პრავდები და ვერც თემიდან გტეხავენ ბიძინასავით! რა ხარ ასეთი დედა აფეთქებული, რომ არ გადაშენდი არასდროს…
არა და, არ ჩამოხვალ! გეშინია ხომ?… არ ენდობი ხომ შენიანებსაც კი? მართალი ხარ! მეც ვერ ვენდობოდი….
არა და, შეერთდნენ და გაერთსისხლხორცდნენ ეს სკამზე სინდისს მინთხლეულები!“– წერს ხოფერია.